ზაფხულის სამთო მომზადების ჯგუფის უფროსის კურსი

2015 წლის 25 სექტემბერს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში PFP პროგრამის ფარგლებშიზაფხულის  სამთო მომზადების ჯგუფის უფროსის კურსი დასრულდა. კურსში საქართველოს შეიარაღებული ძალების 6 და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 4 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ხუთი კვირის განმავლობაში მსმენელებმა სიმაღლის დასაძლევად ჯგუფთან ერთად მოქმედებების თავისებურებები შეისწავლეს და წარმატებით დაძლიეს პროგრამით გათვალისწინებული მაქსიმალური სიმაღლე (5047მ.).

 

ზაფხულის სამთო მომზადების  ჯგუფის უფროსის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პირველად ჩატარდა. მასში ის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მანამდე ზაფხულისა და ზამთრის ყველა დონის კურსი გაიარეს.