სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის

2015 წლის 16 ოქტომბერს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო  კურსი დასრულდა. კურსი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სამი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანელი სამხედროები მთაში მთიან რელიეფზე გადაადგილებისა და დაბრკოლებების გადალახვის ტექნიკას დაეუფლნენ. მათ დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციაც შეისწავლეს.