სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის  საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 17 ივნისს დაიწყო „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (pfp) პროგრამის ფარგლებში  „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი", რომელიც გაგრძელდება 6 ივლისადე. აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, პოლონეთი, ბელარუსია, ჩეხეთი, ესტონეთი, შვედეთი, ა.შ.შ.) 33 სამხედრო მოსამსახურე.

 

 აღნიშნულ კურსზე მსმენელები შეისწავლიან: 

 

• სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს;

 

• დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას;

 

• კლდეზე ცოცვას (ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე). ფიქსირებულ თოკზე ასვლას. მდინარის გადალახვის ტექნიკას;

 

• დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობასა და კლდიდან  დაშვებას;

 

• კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს, რომელიც მოიცავს: ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებას. გადაადგილებას 12 კმ.+1200მ-ზე ასვლა. 

 

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ  სერთიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია "სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსზე".