სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი უკრაინელი სამხედროებისათვის

2018 წლის 2 მარტს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. კურსი საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სამი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროება შეისწავლეს: 

• სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები; 

• დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება.

• თოვლში თავშესაფრის მოწყობა და მოქმედება განსაკუთრებულად ცივ პირობებში;

• გადაადგილება თხილამურებისა და თოვლის რაკეტების საშუალებით;

• ზვავში მოყოლილი ადამიანის საძებნი ხელსაწყო „ARVA”_ის გამოყენებით დაზარალებულის ამოყვანა და ევაკუაცია.