სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი

,,სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“

 

2016 წლის 23 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, აშშ-ს რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტებთან (33 მსმენელი), მიმდინარეობს ,,სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“.

  აღნიშნულ კურსზე მსმენელები შეისწავლიან: 

• სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს.

• ორიენტირებას ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვას რუკაზე, გადაადგილებას კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე;

• დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას.

• კლდეზე ცოცვის გაცნობა (ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე). ფიქსირებულ თოკზე ასვლა. მდინარის გადალახვა.

• დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან  დაშვება.

• კომპლექსური და ფიზიკური ტესტი რომელიც მოიცავს: ფიქსირებულ თოკზე ასვლა, კვანძები, კლდეზე ცოცვა, კლდეზე დაშვება. გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლა. 

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ  სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები.