სკოლაში დაიწყო "სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი"

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დაიწყო "სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი" რომელიც გაგრძელდება 11 მარტამდე. აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, პოლონეთი) 28 სამხედრო მოსამსახურე.

კურსზე მსმენელები შეისწავლიან თხილამურებზე დგომის წესს, თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნას და გადარჩენას, დაზარალებლის ევაკუაციას საკაცის გამოყენებით, გადაადგილებას თოვლიან რელიეფზე, თავშესაფრის მოწყობას და ღამის გათენებას თოვლის სახლში "იგლუ" მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ ტესტირებები სხვადასხვა სახეობებში, წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია "სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე"

  კურსი ტარდება პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ.